ბოსტნეული

ახალი კარტოფილი კამით, სამარხვო რეცეპტი.

ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი კამით

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ახალი კარტოფილი,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 5 გრამი კამა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ახალი კარტოფილი გავწმინდოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
  2. კამა დავჭრათ წვრილად.
  3. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  4. ტაფა რომ გახურდება დავყაროთ კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან.
  5. მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  6. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  7. გემრიელად მიირთვით.