სხვა

ერბო კვერცხი, ყველაზე მარტივი რეცეპტი.

ერბო კვერცხი

ერბო კვერცხი

ერბო კვერცხი

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კვერცხი,
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 20 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 2 ღერი კამა,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ და გავჭრათ სიგანეზე ისე რომ გვერდები იყოს სწორად ჩამოჭრილი (დაახლოებით 5-7 მილიმეტრი).
  2. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.
  3. ტაფაზე დავალაგოთ ბულგარული წიწაკის 2 რგოლი.
  4. ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი ბულგარულის რგოლებში.
  5. 3-4 წუთის შემდეგ ერბოკვერცხი ფრთხილათ გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და გავაფორმოთ კამის ღეროებით.
  6. გემრიელად მიირთვით.