ხორცეული

ინდაურის საცივი, ტრადიციული რეცეპტი.

ინდაურის საცივი

ინდაურის საცივი

ინდაურის საცივი

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ინდაური,
  • 500 გრამი ნიგოზი,
  • 5 ცალი ხახვი,
  • 2 ჩაის კოვზი ზაფრანა,
  • 4 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
  • 2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 4 ცალი მიხაკი,
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი,
  • 10 ჩაის ჭიქა ინდაურის ნახარში წვენი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ.
  2. ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
  3. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი.
  4. შუშვის დროს დაუმატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ, რომ არ დაიწვეს.როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონში.
  5. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.
  6. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავყაროთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით კარგად ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით.
  7. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარინიჩი, მიხაკი, ქინძის მარცვლები და წიწაკა.
  8. ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
  9. ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
  10. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური და წამოდუღების თანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
  12. გემრიელათ მიირთვით.