დესერტი, ნამცხვრები

კექსი, ნამცხვრის უმარტივესი რეცეპტი.

კექსი, ნამცხვრის უმარტივესი რეცეპტი.

კექსი

სირთულე

მარტივი

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

250 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი კარაქი,
  • 1 ჭიქა შაქარი,
  • 2 ცალი კვერცხი,
  • 2 ჭიქა ფქვილი,
  • 0,5 ჭიქა მაწონი (ან კეფირი),
  • 1 ჩაის კოვზი სოდა,
  • დანის წვერით ვანილი,
  • მოსაყრელად შაქრის პუდრა.

მომზადება:

  1. შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ თეთრი, ფაფუკი მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კეფირი ან მაწონი, სოდა, ვანილი ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცომში ქიშმიში და ნიგოზი.
  4. გადაიტანეთ მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
  5. გამომცხვარ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
  6. გემრიელად მიირთვით!

კექსი, ნამცხვრის უმარტივესი რეცეპტი.

Related Posts