ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, სალათები

კიბორჩხალას სალათა ბრინჯით, რეცეპტი.

კიბორჩხალას სალათა ბრინჯით

კიბორჩხალას სალათა ბრინჯით

კიბორჩხალას სალათა ბრინჯით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ბრინჯი (გრძელი),
  • 180 გრამი კიბორჩხალას ჩხირები,
  • 150 გრამი მაიონეზი,
  • 250 გრამი კონსერვირებული სიმინდი,
  • 5 გრამი კამა,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში, გადმოვიღოთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და დავტოვოთ საწურზე.
  2. კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  3. კამა დავჭრათ წვრილად.
  4. ბრინჯი რომ დაიწურება მოვათავსოთ სასალათეში, დაუმატოთ კიბორჩხალას ჩხირები, კონსერვირებული სიმინდი, კამა, მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი და აურიოთ კარგად ერთმანეთში.
  5. გემრიელათ მიირთვით.