ბოსტნეული

პამიდვრის მარინადი, საზამთრო რეცეპტი.

პამიდვრის მარინადი

პამიდვრის მარინადი

პამიდვრის მარინადი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი პამიდორი,
  • 10 კბილი ნიორი,
  • 2 ცალი წითელი წიწაკა (ტკბილი),
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 20 გრამი ნიახური,
  • 20 გრამი კამა,
  • 20 გრამი ოხრახუში,
  • 10 ცალი შავი პილპილის მარცვლები,
  • 2 სუფრის კოვზი მარილი,
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი,
  • 3 სუფრის კოვზი ძმარი.

მომზადება:

  1. გადარჩეული,გარეცხილი, მაგარი პამიდორი ჩავჩხვლიტოთ ჩხირით რამოდენიმეჯერ სხვადასხვა მხრიდან.
  2. მინის ქილაში ძირში ჩავაწყოთ ფენებად : პამიდორი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში, შავი წიწაკის მარცვალი, დაფნის ფოთოლი, წიწაკა და კამა
  3. გავიმეოროთ თანმიმდევრობა სანამ არ აივსება ქილა.
  4. 1 ლიტრი წყალი ჩავასხათ ქვაბში დაუმატოთ 2 სუფრის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი ძმარი და ავადუღოთ.
  5. მოდუღებული მარილწყალი ცხელცხელი ჩავასხათ ქილაში, ავავსოთ ბოლომდე და მოვხუფოთ თუნუქის სახურავით.
  6. თუნუქის სახურავი უნდა გავაჩეროთ ადუებულ წყალში მოხუფვამდე.
  7. პამიდვრის მარინადი შევინახოთ მშრალ და გრილ მზისგან მოშორებულ საცავში.