პასტა და ბურღულეული

სპაგეტი სოკოს სოუსით, მარტივი რეცეპტი.

სპაგეტი სოკოს სოუსით

სპაგეტი სოკოს სოუსით

სპაგეტი სოკოს სოუსით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი სპაგეტი,
  • 250 გრამი კონსერვირებული სოკო,
  • 150 გრამი არაჟანი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 5 გრამი კამა,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
  2. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ სპაგეტი და ვხარშოთ მომზადებამდე.
  3. ხშირათ ამოურიოთ რომ სპაგეტი არ მიიკრას ქვაბზე.
  4. მოხარშული სპაგეტი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
  5. კამა დავჭრათ წვრილად.
  6. ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  7. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და მოვშუშოთ სოკო.
  8. დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი, ნიორი, არაჟანი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  9. მოვათავსოთ სპაგეტი ლანგარზე, მოვასხათ მცენარეული ზეთი და შუაგულში დავასხათ მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
  10. გემრიელათ მიირთვით.