წვნიანი, ხორცეული

ქათმის ღვიძლის სოუზი. რეცეპტი

ქათმის ღვიძლის სოუზი

ქათმის ღვიძლის სოუზი

ქათმის ღვიძლის სოუზი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ქათმის ღვიძლი,
  • 6 ცალი კარტოფილი,
  • 4 ცალი ხახვი,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 5 გრამი ოხრახუში,
  • 5 გრამი კამა,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის საწებელა,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ქათმის ღვიძლები გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. კარტოფილი გავთალოთ გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიჯებად.
  3. მწვანილი დავჭრათ წვრილად.
  4. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  5. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  6. ქათმის ღვიძლები ჩავყაროთ ქვაბში დავასხათ წყალი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  7. რომ ადუღდება 5 წუთის შემდეგ გადაუწუროთ წყალი, ჩავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, ზეთი და ისევ შევდგათ ცეცხლზე.
  8. წყალი რომ ჩაუშრება დაუმატოთ ხახვი, ნიორი, წიწაკა და კარგად ჩავშუშოთ.
  9. დაუმატოთ კარტოფილი დავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი პამიდვრის პასტა, დაჭრილი მწვანილის ნახევარი, ამოურიოთ და დავაფაროთ თავსახური.
  10. კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ მწვანილის დარჩენილი ნახევარი, მარილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვად ცხლად.
  12. გემრიელათ მიირთვით.