პასტა და ბურღულეული

ღომი, ტრადიციული ქართული კერძის რეცეპტი.

ღომი

ღომი

ღომი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ღერღილი,
  • 7 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი.

მომზადება:

  1. ღერღილი მოვათავსოთ ქვაბში, გავრეცხოთ რამოდენიმეჯერ, დავასხათ 2 ჯერ მეტი წყალი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.
  2. ხშირად ამოურიოთ ხის ჩოგნით.
  3. მჭადის ფქვილი გავცრათ საცერში და შევაზილოთ ღომს ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ.
  4. ვადუღოთ კიდევ 15 წუთი, გადმოვიღოთ ლანგარზე სველი ჩოგნით და მივირთვათ ცხლად(უმჯობესია მივირთვათ იმერული ყველით ან სულგუნით ).