ბოსტნეული, წვნიანი

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული, რეცეპტი.

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ინგრედიენტები:

  • 1.2 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო,
  • 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო,
  • 15 გრამი მწვანე ხახვი,
  • 50 გრამი ტარხუნა,
  • 15 გრამი მჟაუნა,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი კამა,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყვავილოვანი კომბოსტო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავანაწევროთ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. მწვანე ხახვი, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, კამა დავჭრათ წვრილად.
  3. ტარხუნას გამოვაცალოთ ღეროები და დავჭრათ წვრილად.
  4. მწვანილები მოვათავსოთ საშუალო ზომის თასზე და აურიოთ ერთმანეთში.
  5. ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი მოვათავსოთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო დავასხათ წყალი ისე რომ დაიფაროს კომბოსტო მთლიანად და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  6. ადუღებიდან 10 წუთში გადმოვიღოთ ცეცხლიდან და მოვათავსოთ საწურზე.
  7. ქვაბში ჩავაწყოთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტოს ნახევარი, მოვაყაროთ მწვანილების ნაზავის ნახევარი,პილპილი, მარილი და ნიორსაჭყლეტში გადატარებული ნიორი.
  8. ისევ მოვაყაროთ დარჩენილი მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანილების ნაზავი, პილპილი, მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  9. დავასხათ 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, 1 ჩაის ჭიქა წყალი და 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი.
  10. 10 წუთის შემდეგ ამოურიოთ და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.
  11. მომზადებული კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  12. გემრიელად მიირთვით.

Related Posts