ბოსტნეული, სხვა

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით, რეცეპტი

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო,
  • 1 ცალი კვერცხი,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 10 გრამი კამა,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ, დავაცალკევოთ პატარა ზომებად.
  2. ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე რომ ფარავდეს ყვავილოვან კომბოსტოს.
  3. ვხარშოთ ადუღებიდან 5-7 წუთის განმავლობაში.
  4. გადმოვიტანოთ საწურზე.
  5. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  6. კამა დავჭრათ წვრილად.
  7. ავიღოთ თასი, ჩავყაროთ კომბოსტო, დავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და აურიოთ კარგად.
  8. გახურებულ ტაფაზე მოვასხათ მცენარეული ზეთი, დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ სანამ ხახვი ოქროსფრად არ შეიფერება.
  9. მოშუშულ ხახვს დავაყაროთ ყვავილოვანი კომბოსტო და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი (ხშირად ამოურიოთ რომ ყველა მხრიდან დაიბრაწოს).
  10. მზა კერძი ამოიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ კამა, სურვილისამებრ დავახეხოთ ყველი და მივირთვად ცხლად.