დესერტი

ყვითელი ქლიავის მურაბა, მარტივი რეცეპტი.

ყვითელი ქლიავის მურაბა

ყვითელი ქლიავის მურაბა

ყვითელი ქლიავის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ყვითელი ქლიავი,
  • 1 კილოგრამი შაქარი,
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი.

მომზადება:

  1. ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდა იყოს) გავრეცხოთ, ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ ჩხირით და ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში.
  2. სხვა მომინანქრებულ ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
  3. ცხელი , მოხარშული სიროფი დავასხათ ქვაბში მოთავსებულ ქლიავს და მეორე დღემდე გავაჩეროთ.
  4. მეორე დღეს ქლიავი ამოვალაგოთ, სიროფი დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ.
  5. ადუღებულ სიროფში ფრთხილად გადავიტანოთ ქლიავი და ვხარშოთ სანამ მზად არ იქნება.
  6. მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  7. მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  8. გემრიელათ მიირთვით.