ზღვის პროდუქტები

შემწვარი სკუმბრია ბაჟეში, რეცეპტიი.

შემწვარი სკუმბრია ბაჟეში

შემწვარი სკუმბრია ბაჟეში

შემწვარი სკუმბრია ბაჟეში

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი სკუმბრია,
  • 150 გრამი ნიგოზი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა,
  • 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • გემოვნებით მარილი,
  • 100 გრამი პურის ფქვილი.

მომზადება:

  1. სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
  2. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  3. სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
  4. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
  5. შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე დაველოდოთ გაგრილებას.
  6. ნიგოზი და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  7. ქინძი დავჭრათ წვრილად.
  8. ავიღოთ საშუალო ზომის სასალათე მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი, ნიორი და წვრილად დაჭრილი ქინძი.
  9. მოვაყაროთ ხმელი ქინძი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, მოვასხათ ძმარი, დაუმატოთ 1,5 ჩაის ჭიქა წყალი და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
  10. მომზადებულ ბაჟეში ჩავალაგოთ შემწვარი სკუმბრიის ნაჭრები.
  11. გემრიელად მიირთვით.

Related Posts