ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები

შემწვარი სკუმბრია კარტოფილით, რეცეპტი.

შემწვარი სკუმბრია კარტოფილით

შემწვარი სკუმბრია კარტოფილით

შემწვარი სკუმბრია კარტოფილით

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი კარტოფილი,
  • 1 ცალი სკუმბრია,
  • 5 გრამი კამა,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 100 გრამი პურის ფქვილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
  2. კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ დიდი გრძელი ზომის ნაჭრებად.
  3. კამა დავჭრათ წვრილად.
  4. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  5. სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
  6. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
  7. შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე და გავაგრილოთ.
  8. სანამ სკუმბრია გაგრილდება შევწვათ კარტოფილი.
  9. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  10. ცხელ ტაფაზე დავალაგოთ დაჭრილი კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან.
  11. შემწვარი კარტოფილი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი.
  12. საშუალო ზომის ლანგარზე გადმოვიღოთ ცხელი კარტოფილი, გაგრილებული შემწვარი სკუმბრია და მივირთვათ ტყემლის საწებელთან ერთად.
  13. გემრიელად მიირთვით.