ზღვის პროდუქტები

შემწვარი სკუმბრია მაიონეზში, რეცეპტი.

შემწვარი სკუმბრია მაიონეზში

შემწვარი სკუმბრია მაიონეზში

შემწვარი სკუმბრია მაიონეზში

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი სკუმბრია,
  • 200 მილილიტრი მაიონეზი,
  • 100 გრამი პურის ფქვილი,
  • 5 გრამი კამა,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი),
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
  2. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  3. სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
  4. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
  5. შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე დაველოდოთ გაგრილებას.
  6. კამა დავჭრათ წვრილად.
  7. ქინძი დავჭრათ წვრილად.
  8. ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  9. სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, ქინძი, კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 1.5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
  10. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ გამზადებული მაიონეზის წვენი და ჩავალაგოთ გაგრილებული შემწვარი სკუმბრია.
  11. გემრიელად მიირთვით.