ბოსტნეული

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში, რეცეპტი.

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში

ყვავილოვანი კომბოსტო მაიონეზში

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო,
  • 400 გრამი მაიონეზი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ და დავაცალკევოთ პატარა ზომებად.
  2. ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე რომ ფარავდეს ყვავილოვან კომბოსტოს.
  3. ვხარშოთ ადუღებიდან 5-7 წუთის განმავლობაში და გადმოვიტანოთ საწურზე.
  4. კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
  5. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  6. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი.
  7. ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები მოვათავსოთ ტაფაზე, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და შევწვათ ყველა მხრიდან.
  8. სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი და კამა, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 600 მლ ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
  9. მიღებული მასა გადავასხათ ქვაბში და ჩავაწყოთ შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები.

Related Posts