ორშაბათი , იანვარი 22 2018
Home >> კულინარია >> ხორცეული >> ბლინები ხორცით

ბლინები ხორცით

ბლინები ხორცითPrep time: 15 minsCook time: 25 minsTotal time: 40 minsბლინები ხორცით

4.8
51
    Ingredients

  • შიგთავსი:
  • 800 გრამი საქონლის ხორცი ან ფარში
  • 200 გრამი ხახვი
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით მარილი
  • ბლინები:
  • 6 ცალი კვერცხი
  • 600 მილილიტრი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • რამდენსაც შეიზელს პურის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
    Directions

  1. შიგთავსი:
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
  3. საქონლის ხორცი მოვხარშოთ და გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიოთ მოშუშულ ხახვს.
  4. თუ ვაკეთებთ ფარშით მაშინ უნდა მოვშუშოთ ფარში მცენარეულ ზეთში, დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა მომზადებამდე.
  5. დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი და აურიოთ.
  6. შიგთავსი მზადაა.
  7. ბლინები:
  8. ავიღოთ საშუალო ზომის თასი.
  9. ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ მიქსერით ან სამზარეულოს სათქვეფით , ჩავასხათ წყალი, მცენარეული ზეთი, მარილი და ავთქვიფოთ.
  10. შევაზილოთ იმდენი პურის ფქვილი რომ მივიღოთ თხელი ბლანტი მასა.
  11. გავახუროთ ტაფა, მოუსვათ სამზარეულოს ფუნჯით ან მარლით მცენარეული ზეთი.
  12. დავასხათ ტაფის შუაში მიღებული სითხე იმდენი რომ ეყოს თქვენს მიერ შერჩეულ ტაფის ზომას.
  13. ვაბრუნოთ ტაფა ისე რომ სითხე გაიშალოს მთლიან ტაფაზე.
  14. ბლინები შევწვათ ერთი მხრიდან და გადმოვიღოთ ლანგარზე.
  15. ავიღოთ ბლინი და დავდოთ შემწვარი მხრიდან ზევით.
  16. ბლინებზე ქვედა მხარეს მოვათავსოთ შიგთავსი, გადაუკეცოთ გვერდები და გადავახვიოთ.
  17. გავახუროთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბლინები ყველა მხრიდან.
  18. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  19. გემრიელათ მიირთვით.

Yield24

Serving size: 8
Calories per serving: 250
Fat per serving: ?

მსგავსი სიახლე

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

კიტრი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ნახევარი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ნახევარი შევინახოთ გასაფორმებლად. ნიორი დავჭრათ წვრილად. კამა დავჭრათ წვრილად. ავიღოთ პატარა სასალათე ჩავასხათ მაიონეზი დაუმატოთ კამა, ნიორი, კიტრი, მარილი, შავი პილპილი და აურიოთ კარგად. სოუსი მზადაა.

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE