შაბათი , იანვარი 20 2018
Home >> კულინარია >> ბოსტნეული >> ბრინჯის სალათა

ბრინჯის სალათა

ბრინჯის სალათაPrep time: 10 minsCook time: 20 minsTotal time: 30 minsბრინჯის სალათა

4.6
30
    Ingredients

  • 250 გრამი ბრინჯი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 3 ცალი ხახვი
  • 3 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი)
  • 5 გრამი კამა
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შემოვდგათ ცეცხლზე.
  2. წყალი რომ ადუღდება ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ.
  3. მოხარშული ბრინჯი ამოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
  4. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  5. ბულგარული წიწაკას გამოვაცალოთ შიგთავსი და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  6. სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  7. კამა დავჭრათ წვრილად.
  8. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავაყაროთ სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოვშუშოთ.
  9. მოშუშულ მასას დაუმატოთ მოხარშული ბრინჯი, ავურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
  10. დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი, კამა და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  12. გემრიელათ მიირთვით.

Yield4 თეფში

Serving size: 4
Calories per serving: 201
Fat per serving: 12.6 გრამი

მსგავსი სიახლე

ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი გავწმინდოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. კამა დავჭრათ წვრილად. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. ტაფა რომ გახურდება დავყაროთ კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან. მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და გადმოვდგათ

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE