შაბათი , იანვარი 20 2018

სალათა Snake

სალათა “Snake”Prep time: 10 minsCook time: 25 minsTotal time: 35 minsსალათა

4.84
108
    Ingredients

  • 6 ცალი კარტოფილი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი)
  • 5 ცალი კიტრის მარინადი
  • 50 გრამი ხიზილალა (შავი)
  • 5 გრამი კამა
  • 150 მილილიტრი მაიონეზი
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. კარტოფილი მოვხარშოთ გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  2. კვერცხი მოვხარშოთ გადავავლოთ ცივი წყალი, გავარჩიოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  3. სტაფილო გავასუფთავოთ, მოვხარშოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  4. კიტრის მარინადი დავჭრათ თხელ მრგვალ ნაჭრებად.
  5. კამა დავჭრათ წვრილად.
  6. ავიღოთ ოვალური ფორმის ლანგარი და მოვათავსოთ გახეხილი კარტოფილის ნახევარი და მივცეთ გველის ფორმა.
  7. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი.
  8. შემდეგ ფენად მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო და კვერცხი.
  9. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი.
  10. ბულგარული წიწაკისგან ამოვჭრათ ენის ფორმის ფიგურა.
  11. დარჩენილი ბულგარული დავჭრათ წვრილ კუბიკებად და მოვაყაროთ კამასთან ერთად.
  12. შემდეგ ფენად მოვაყაროთ გახეხილი კარტოფილის მეორე ნახევარი.
  13. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი და გადაუსვათ მაიონეზი.
  14. მაიონეზის ფენაზე გვერდებიდან და ზევიდან მივაწეპოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მარინადი ისე რომ შუაში თავიდან ბოლომდე დარჩეს 1-2 სანტიმეტრის თავისუფალი ზოლი.
  15. შუა ზოლზე გადაუსვათ შავი ხიზილალა.
  16. ასევე შავი ხიზილალით გაუკეთოთ გველს თვალები და ჩავარჭოთ ბულგარული წიწაკისგან გამოჭრილი ენა.
  17. სალათა მზად არის. გემრიელად მიირთვით.

Yield1 ცალი.

Serving size: 3.
Calories per serving: 370 კკალ.
Fat per serving: 18.54 გრამი.

მსგავსი სიახლე

ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი კამით

ახალი კარტოფილი გავწმინდოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. კამა დავჭრათ წვრილად. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. ტაფა რომ გახურდება დავყაროთ კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან. მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და გადმოვდგათ

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE