ორშაბათი , იანვარი 22 2018
Home >> კულინარია >> ბოსტნეული >> ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფულიPrep time: 15 minsCook time: 30 minsTotal time: 45 minsყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

4.73
85
    Ingredients

  • 1.2 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო
  • 15 გრამი მწვანე ხახვი
  • 50 გრამი ტარხუნა
  • 15 გრამი მჟაუნა
  • 10 გრამი ქინძი
  • 10 გრამი ოხრახუში
  • 10 გრამი კამა
  • 3 კბილი ნიორი
  • 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი
  • გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. ყვავილოვანი კომბოსტო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავანაწევროთ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. მწვანე ხახვი, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, კამა დავჭრათ წვრილად.
  3. ტარხუნას გამოვაცალოთ ღეროები და დავჭრათ წვრილად.
  4. მწვანილები მოვათავსოთ საშუალო ზომის თასზე და აურიოთ ერთმანეთში.
  5. ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი მოვათავსოთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო დავასხათ წყალი ისე რომ დაიფაროს კომბოსტო მთლიანად და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  6. ადუღებიდან 10 წუთში გადმოვიღოთ ცეცხლიდან და მოვათავსოთ საწურზე.
  7. ქვაბში ჩავაწყოთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტოს ნახევარი, მოვაყაროთ მწვანილების ნაზავის ნახევარი,პილპილი, მარილი და ნიორსაჭყლეტში გადატარებული ნიორი.
  8. ისევ მოვაყაროთ დარჩენილი მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანილების ნაზავი, პილპილი, მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  9. დავასხათ 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, 1 ჩაის ჭიქა წყალი და 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი.
  10. 10 წუთის შემდეგ ამოურიოთ და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.
  11. მომზადებული კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  12. გემრიელად მიირთვით.

Yield1 საშუალო ზომის ქვაბი.

Serving size: 8.
Calories per serving: 142 კკალ.
Fat per serving: 6.6 გრამი.

მსგავსი სიახლე

ბოსტნეულის ტორტი გული

ბოსტნეულის ტორტი გული

კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ჭარხალი გავრეხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. სტაფილო გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად.

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE