ალადები ჟოლოს მურაბით
ალადები ჟოლოს მურაბით
ინგრედიენტები:
- 4 ცალი კვერცხი,
- 500 მილილიტრი წყალი,
- რამდენსაც შეიზელს პურის ფქვილი,
- 2 სუფრის კოვზი შაქარი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით ჟოლოს მურაბა,
- 1 ჩაის კოვზი სოდა,
- 1 სუფრის კოვზი ძმარი,
- 1 წკირი მარილი.
მომზადება:
- ავიღოთ თასი, ჩავახალოთ 4 კვერცხი და ავთქვიფოთ მიქსერით ან სამზარეულოს სათქვეფოთ.
- დაუმატოთ წყალი, მარილი, შაქარი, და შევაზილოთ პურის ფქვილი იმდენი სანამ არ მივიღებთ ბლანტ მასას.
- პატარა ჭიქაში გავხსნათ ძმარი და სოდა და დაუმატოთ მიღებულ მასას.
- ერთხელ კიდევ აურიოთ, გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი.
- დავასხათ ცომი მრგვალ ფორმებად.
- ალადები შევწვათ ორივე მხრიდან.
- ალადები გადმოვიღოთ ლანგარზე მოვასხათ ჟოლოს მურაბა და მივირთვათ.
- ალადები გადმოვიღოთ ლანგარზე მოვასხათ ჟოლოს მურაბა და მივირთვათ.