დესერტი, ტკბილეული

ატმის ჯემი, მარტივი საზამთრო რეცეპტი.

ატმის ჯემი

ატმის ჯემი

ატმის ჯემი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ატამი (დაჭრილი),
  • 4 ჩაის ჭიქა შაქარი,
  • 0.5 ჩაის ჭიქა წყალი.

მომზადება:

  1. კანმოცილებული და კურკაგამოცლილი ატამი დავჭრათ ერთნაირი სიდიდის ნაჭრებად.
  2. მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყაროთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ 3-4 საათი.
  3. დავდგათ ცეცხლზე, როცა ადუღდებას დაიწყებს, დავასხათ 0.5 ჩაის ჭიქა წყალი.
  4. დაუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი, დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ ვიდრე მზად არ იქნება.
  5. მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  6. ჯემი შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  7. გემრიელათ მიირთვით.