ბოსტნეული

აძენძილი ბადრიჯანი, ზაფხულის რეცეპტი.

აძენძილი ბადრიჯანი

აძენძილი ბადრიჯანი

აძენძილი ბადრიჯანი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ბადრიჯანი,
  • 250 გრამი ბულგარული წიწაკა,
  • 400 გრამი პამიდორი,
  • 200 გრამი ხახვი,
  • 5 კბილი ნიორი,
  • 10 გრამი რეჰანი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 250 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 5-7 წუთი და შემდეგ გავწუროთ.
  2. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  3. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  4. ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილად.
  5. ოხრახუში, რეჰანი და მწარე წიწაკა დავჭრათ წვრილად.
  6. პამიდორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ.
  7. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
  8. შემწვარი ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე რამოდენიმე ნაწილად.
  9. ტაფაზე მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და ჩავშუშოთ.
  10. დაუმატოთ აძენძილი ბადრიჯანი და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  11. დაუმატოთ გატარებული პამიდორი კერძს და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი საშუალო ცეცხლზე.
  12. გადმოვდგათ კერძი ცეცხლიდან და დაუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი, მწარე წიწაკა და აურიოთ.
  13. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.