ბოსტნეული

აჯაფსანდალი ბრინჯით და პამიდვრით

აჯაფსანდალი ბრინჯით

აჯაფსანდალი ბრინჯით

აჯაფსანდალი ბრინჯით

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ბადრიჯანი,
  • 150 გრამი ბრინჯი,
  • 300 გრამი პამიდორი,
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 2 ცალი სტაფილო,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 15 გრამი ქინძი,
  • 15 გრამი რეჰანი,
  • 15 გრამი ოხრახუში,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მწარე წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მსხვილ კუბიკებად.
  2. სტაფილო, ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
  3. ხახვი, ოხრახუში. რეჰანი, ქინძი, მწარე წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. პამიდორი დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  5. ქვაბში ჩავასხათ ზეთის ნახევარი და ჩავყაროთ დაჭრილი ბადრიჯანი.
  6. ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ხახვი დავაყაროთ ბადრიჯანს ზევიდან.
  7. ბრინჯი გავრეცხოთ და მოვაყაროთ ზევიდან.
  8. მოვასხათ გატარებული პამიდორი.
  9. ქინძი, ოხრახუში, რეჰანი,მწარე წიწაკა, ნიორი მოვაყაროთ ზევიდან გადანაწილებულად.
  10. მოვასხათ დარჩენილი ზეთი,მოვაყაროთ მარილი, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ ბრინჯის მოხარშვამდე.
  11. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.