ბოსტნეული

ბადრიჯანი და ყაბაყი ყველით. რეცეპტი

ბადრიჯანი და ყაბაყი ყველით

ბადრიჯანი და ყაბაყი ყველით

უგემრიელესი ბადრიჯანი და ყაბაყი ყველით

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი თხლად დაჭრილი ყაბაყი
  • 500 გრამი თხლად დაჭრილი ბადრიჯანი
  • 1.5 ჭიქა პომიდვრის საწებელი
  • 1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
  • 200 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი.
  2. ბადრიჯანი და ყაბაყი მრგვალ თხელ ნაჭრებად დაჭერით.
  3. შეწვით თითეულ მხარეს დარბილებამდე და ოდნავ გადაბრაწვამდე.
  4. გადაიტანეთ თეფშზე.
  5. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი საშუალოზე ტემპერატურაზე.
  6. ცეცხლგამძლე ჭურჭელში გადაიტანეთ და გაშალეთ ბადრიჯნის, ყაბაყის, საწებლის და ყველის მესამედი ნაწილი.
  7. გავიმეოროთ მსგავსად შემდეგი 2 ფენა.
  8. გავაჩეროთ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში ყველის დადნობამდე და მსუბუქად დაბრაწვამდე.
  9. გემრიელად მიირთვით.