ბოსტნეული

ბადრიჯანი თხილით, სამარხვო რეცეპტი.

ბადრიჯანი თხილით

ბადრიჯანი თხილით

ბადრიჯანი თხილით

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ბადრიჯანი,
  • 150 გრამი თხილი,
  • 1 ცალი ბროწეული,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით წიწაკა დაფქული,
  • გემოვნებით ძმარი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრად მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
  2. ქინძი დავჭრათ წვრილად.
  3. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  4. ნიორი და თხილი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  5. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
  6. ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
  7. სასალათეში მოვათავსოთ გატარებული თხილი, მოშუშული ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა, ძმარი, ცოტა წყალი და აურიოთ ერთმანეთში.
  8. დაუმატოთ შემწვარი ბადრიჯნის რგოლები და კიდევ ერთხელ აურიოთ.
  9. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მოვრთოთ ბროწეულით.
  10. გემრიელათ მიირთვით.

Related Posts