ბოსტნეული

ბადრიჯანი მაიონეზში, განსაკუთრებული რეცეპტი

ბადრიჯანი მაიონეზში

ბადრიჯანი მაიონეზში

ბადრიჯანი მაიონეზში

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ბადრიჯანი,
  • 250 მილილიტრი მაიონეზი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი კამა,
  • 4 კბილი ნიორი,
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
  • 300 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრად მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
  2. კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  4. სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი, კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი და კარგად ავურიოთ.
  5. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ ბადრიჯანი და შევწვათ ორივე მხრიდან.
  6. ლანგარში ჩავასხათ გამზადებული მაიონეზის წვენი და ჩავალაგოთ შემწვარი ბადრიჯანი.