წვნიანი

ბორში, ძალიან მარტივი და გემრიელი.

ბორში

ბორში

ბორში

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი კომბოსტო,
  • 3 ცალი ჭარხალი,
  • 2 ცალი სტაფილო,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 3 ცალი კარტოფილი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 5 გრამი ნიახური,
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კომბოსტო დავჭრათ წვრილ გრძელ ნაჭრებად.
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. ქინძი, ოხრახუში, ნიახური დავჭრათ წვრილად.
  5. კარტოფილი დავჭრათ მსხვილ კუბიკებად.
  6. ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  7. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  8. ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
  9. დაუმატოთ კომბოსტო, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  10. კომბოსტო რომ ჩაითუთქება დაუმატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და წყალი ისე რომ კარტოფილი გადაიფაროს.
  11. 5-7 წუთის შემდეგ დაუმატოთ მწვანილის ნახევარი და შევავსოთ ქვაბი წყლით.
  12. რომ ადუღდება დაუმატოთ დაჭრილი ნიორი და ტომატ პასტა.
  13. 3-4 წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ გახეხილი სტაფილო და ჭარხალი.
  14. წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაუმატოთ დარჩენილი მწვანილი.
  15. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  16. სურვილისამებრ შეგვიძლია დაუმატოთ არაჟანი მირთმევის წინ.