ბოსტნეული, წვნიანი

დიეტური სუპი, მარტივი და გემრიელი.

დიეტური სუპი

დიეტური სუპი

დიეტური სუპი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი კარტოფილი,
  • 200 გრამი მაკარონი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 100 გრამი სტაფილო,
  • 10 გრამი კამა,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 1 თავი ხახვი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სტაფილო დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  2. კარტოფილი დავჭრათ დიდი ზომის კუბიკებად.
  3. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  4. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  5. ქინძი, ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
  6. საშვალო ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავყაროთ სტაფილო, ხახვი და ვშუშოთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
  7. მოშუშულ სტაფილოს და ხახვს დავასხათ წყალი ისე რომ აივსოს ქვაბი ნახევრამდე და ავადუღოთ.
  8. ჩავყაროთ მაკარონი და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
  9. დაუმატოთ კარტოფილი და მოცემული მწვანილის ნახევარი.
  10. კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ მარილი, ნიორი, დარჩენილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. კერძი ამოვიღოთ ღრმა ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.