ბოსტნეული

ზაფხულის ტოლმა, მოამზადეთ მარტივად

ზაფხულის ტოლმა

ზაფხულის ტოლმა

ზაფხულის ტოლმა

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ბულგარული წიწაკა,
  • 250 გრამი ბრინჯი,
  • 250 გრამი პამიდორი,
  • 200 გრამი სტაფილო,
  • 3 ცალი ხახვი (საშუალო ზომის),
  • 3 კბილი ნიორი,
  • 15 გრამი ქინძი,
  • 15 გრამი ოხრახუში,
  • 15 გრამი კამა,
  • 15 გრამი რეჰანი,
  • 1 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
  • 1 სუფრის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი),
  • გემოვნებით მწარე წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი,

მომზადება:

  1. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ მოვაჭრათ თავები და გავასუფთაოთ შიგთავსისგან.
  2. სტაფილო დავჭრათ მსხვილ კუბიკებად.
  3. ბრინჯი გავრეცხოთ.
  4. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ მწვანილი, ხახვი, ნიორი და მწარე წიწაკა.
  5. სასალათეში ჩავყაროთ ბრინჯი, სტაფილო, გატარებული მწვანილები, ზეთი, ყვითელი ყვავილი, მარილი და კარგად ამოურიოთ.
  6. მიღებული მასით გამოვტენოთ ბულგარული წიწაკა, ჩავაწყოთ ქვაბში, დავაფაროთ თეფში და დავადოთ რაიმე სიმძიმე ზევიდან.
  7. ქვაბში ჩავასხათ წყალი ისე რომ ჩაწყობილი ბულგარული წიწაკა იფარებოდეს ნახევრამდე და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
  8. ვადუღოთ 15 წუთი.
  9. პამიდორი დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატოთ პამიდორის პასტა.
  10. მიღებული მასა ჩავასხათ ქვაბში და კიდევ ვადუღოთ 15 წუთი.
  11. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ ცხლად.

Related Posts