დესერტი

თეთრი ბლის მურაბა, საზამთრო რეცეპტი.

თეთრი ბლის მურაბა

თეთრი ბლის მურაბა

თეთრი ბლის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი თეთრი ბალი,
  • 1 კილოგრამი შაქარი,
  • გემოვნებით ვანილი.

მომზადება:

  1. ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხილად გამოვაცალოთ კურკა.
  2. მურაბის ქვაბში ფენებად ჩავყაროთ მომზადებული ბალი და შაქარი.
  3. ცოტა ხანს გავაჩეროთ, რომ წვენი გამოუვიდეს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვხარშოთ.
  4. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი და დაუმატოთ ვანილი.
  5. მომზადებული მურაბა გავაგრილოთ და ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  6. მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  7. გემრიელათ მიირთვით.