სალათები

იტალიური სალათა ლორით. რეცეპტი

იტალიური სალათა ლორით

იტალიური სალათა ლორით

იტალიური სალათა ლორით

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი მაკარონი
  • 250 გრამი ყველი
  • 350 გრამი ლორი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 300 გრამი დაკონსერვებული სიმინდი
  • 3 ცალი პომიდორი
  • გემოვნებით მაიონეზი

მომზადება:

  1. მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში (სპირალის ფორმის). გადაავლეთ ცივი წყალი შემდეგ გადაწურეთ წყალი და დადგით მაკარონი გასაგრილებლად.
  2. პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად.
  3. ლორი დაჭერით თხელ ფირფიტებად.
  4. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.
  5. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.
  6. დაუმატეთ სურვილისამებრ მაიონეზიც.
  7. გემრიელად მიირთვით.