დესერტი

კივის ჯემი, საზამთრო მარტივი რეცეპტი.

კივის ჯემი

კივის ჯემი

კივის ჯემი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი კივი,
  • 1 ცალი ლიმონი,
  • 1 კილოგრამი შაქარი.

მომზადება:

  1. ლიმონი გავჭრათ შუაზე და გამოვწუროთ წვენი.
  2. კივი გავთალოთ, დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ ბლენდერში.
  3. ავიღოთ ემალირებული ქვაბი ჩავასხათ დაბლენდერებული კივი, დაუმატოთ ლიმნის წვენი, შაქარი, ამოურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.
  4. რომ ადუღდება ურიოთ ხშირად რომ არ მიიკრას ქვაბზე.
  5. ჯემი ვადუღოთ მომზადებამდე (სანამ არ მიიღებს მუქ გამჭვირვალე მწვანე ფერს)
  6. მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  7. ჯემი შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  8. გემრიელათ მიირთვით.