ბოსტნეული, მისაყოლებელი

კომბოსტოს მწნილი, წვრილად დაჭრილი.

კომბოსტოს მწნილი

კომბოსტოს მწნილი

კომბოსტოს მწნილი

ინგრედიენტები:

  • 5 კილოგრამი კომბოსტო,
  • 300 გრამი სტაფილო,
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი,
  • 20 ცალი შავი პილპილის მარცვლები,
  • 3 სუფრის კოვზი მარილი.

მომზადება:

  1. კომბოსტო გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.
  2. სტაფილო გავრეცხოთ გავასუფთავოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  3. ავიღოთ დიდი ზომის თასი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და ფენა-ფენა მოვაყაროთ მარილი.
  4. გავაჩეროთ 10 წუთი და შემდეგ ხელით კარგად დავჭყლიტოთ.
  5. მოვასხათ ძმარი, დაუმატოთ მსხვილად გახეხილი სტაფილო, შავი პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და კარგად აურიოთ.
  6. მიღებული ნაზავით კარგად გამოვტენოთ და ავავსოთ მინის ქილები, დავახუროთ პლასმასის ხუფი და შევინახოთ გრილ მზისგან მოშორებულ ადგილზე.
  7. 7-10 დღის შემდეგ მწნილი მზადაა.
  8. გემრიელათ მიირთვით.

Related Posts