ბოსტნეული, პასტა და ბურღულეული, სალათები

მაკარონის სალათა სოკოთი, რეცეპტი

მაკარონის სალათა სოკოთი

მაკარონის სალათა სოკოთი

მაკარონის სალათა სოკოთი

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ქამა სოკო,
  • 400 გრამი მაკარონი,
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი),
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა (მწვანე),
  • 10 გრამი მწვანე ხახვი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ქამა სოკო გავჭრათ შუაზე.
  2. მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა და ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
  3. ქვაბით დავადგათ წყალი, რომ ადუღდება ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და მაკარონი.
  4. ვადუღოთ მაკარონი მოხარშვამდე.
  5. გადმოვიტანოთ მაკარონი საწურზე და მოვასხათ მცენარეული ზეთი რომ არ მიეკრას ერთმანეთს.
  6. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ქამა სოკო ორივე მხრიდან.
  7. ავიღოთ ლამბაქი ჩავასხათ ძმარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, შავი პილპილი, მარილი და კარგად აურიოთ.
  8. სასალათეში მოვათავსოთ მაკარონი, სოკო, მწვანე ხახვი, ბულგარული წიწაკა, ოხრახუში და მოვასხათ ზეთი და ძმრის ნაყენი.
  9. ამოურიოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე.