პასტა და ბურღულეული

მაკარონი ყველით უმარტივესი რეცეპტი

მაკარონი ყველით

მაკარონი ყველით

ძალიან გემრიელი მაკარონი ყველით.

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი მაკარონი,
  • 200 გრამი ყველი,
  • 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ავადუღოთ ქვაბშში წყალი და დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
  2. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  3. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მაკარონი და ვხარშოთ მომზადებამდე.
  4. ხშირათ ამოურიოთ რომ მაკარონი არ მიიკრას ქვაბზე.
  5. მოხარშული მაკარონი გადმოვიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
  6. ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე ჩავასხათ ზეთი, ჩავყაროთ მოხარშული მაკარონი და სუფრის კოვზით დაუმატოთ გახეხილი ყველი.
  7. გამუდმებით ურიოთ და მოვაყაროთ მარილი.
  8. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.