ბოსტნეული, სალათები

სალათა ცეზარი, ორიგინალური რეცეპტი.

სალათა ცეზარი, ორიგინალური რეცეპტი.

სალათა ცეზარი.

სირთულე

მარტივი

დრო

25 წუთი

ულუფა

2

კალორია

150 კკალ.

სალათა ცეზარი

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ქათმის ფილე,
  • 200 მილილიტრი მაიონეზი,
  • 2 კონა სალათის ფურცელი,
  • 3 ნაჭერი პური,
  • 4 კბილი ნიორი,
  • ნახევარი ლიმონი,
  • გემოვნებით მცენარეული ზეთი,
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი,
  • 0.5 ჩაის კოვზი მდოგვი,
  • 1 ცკ ვორჩესტერი,
  • 10 გრამი ანჩოუსი,
  • 100 გრამი პარმეზანი,
  • გემოვნებით ორეგანო,
  • გემოვნებით პაპრიკა.

მომზადება:

  1. ქათმის ფილე დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვასხათ ლიმნის წვენი, დავაყაროთ მარილი და შევწვათ მაღალ ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე.
  2. დავჭრათ პური კუბიკებად, მოვაყაროთ გახეხილი ნიორი, ორეგანო და პაპრიკა. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გავხუხოთ ღუმელში 220 გრადუსზე 12-15 წუთი.
  3. ამავდროულად მაიონეზს დაუმატოთ დიჟონის მდოგვი, ვორჩესტერ სოუსი, ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, ანჩოუსი, გახეხილი პარმეზანი და ავურიოთ.
  4. ცალკე თეფშზე სალათის ფოთოლს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მომზადებული მაიონეზის მასა და ავურიოთ. დავუმატოთ გახუხული პურები, ჭემწვარი ფილე და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

სალათა ცეზარი, ორიგინალური რეცეპტი.