ნამცხვრები, ტკბილეული

სომხური ქადა, გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი.

სომხური ქადა, გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი.

სომხური ქადა

 

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

550 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი მარგარინი,
  • 2 ცალი კვერცხი,
  • 1 შეკვრა ვანილი,
  • 3 ჭიქა შაქარი,
  • 5 ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს,
  • 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით,
  • 0,5 ლიტრი მაწონი.

მომზადება:

  1. 500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.
  2. დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.
  3. ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს და მოვზილოთ ცომი.
  4. ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და ისევ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე გავიმეოროთ.
  5. გულსართი:
  6. 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.
  7. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.
  8. ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე.
  9. გემრიელად მიირთვით!

სომხური ქადა, გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი.

Related Posts