ბოსტნეული

სტაფილოს კატლეტი, სამარხვო კერძის რეცეპტი.

სტაფილოს კატლეტი

სტაფილოს კატლეტი

სტაფილოს კატლეტი

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი სტაფილო,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სტაფილო მოვხარშოთ, გავწმინდოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში.
  3. სასალათეში მოვათავსოთ სტაფილო, ხახვი, ფქვილი, მარილი, შავი, პილპილი და აურიოთ კარგად.
  4. გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, სტაფილოს მასისგან გავაკეთოთ ბრტყელი მრგვალი ფორმის კატლეტები.
  5. კატლეტები ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ ორივე მხრიდან.