ხორცეული

ტოლმა ძროხის კონსერვით. გემრიელი კერძის რეცეპტი

ტოლმა ძროხის კონსერვით

ტოლმა ძროხის კონსერვით

ტოლმა ძროხის კონსერვით

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ძროხის კონსერვი (ტუშონკა),
  • 1 ცალი კომბოსტო (დიდი),
  • 200 გრამი წიწიბურა,
  • 200 გრამი ბრინჯი,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 10 გრამი ნიახური,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი კამა,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 1 ცალი კვერცხი,
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
  • გემოვნებით წიწაკა მწარე,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ხახვი, ნიორი, ნიახური, ქინძი, კამა. ოხრახუში და წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. წიწიბურა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ თასში.
  3. დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული მწვანილები და დავახალოთ კვერცხი.
  4. დაუმატოთ ძროხის კონსერვი და მარილი.
  5. კარგად აურიოთ ერთმანეთში.
  6. დავადგათ ნახევრადსავსე წყლით ქვაბი (იმხელა რომ კომბოსტო ჩაეტიოს), ავადუოთ და ჩავდოთ კომბოსტო, გავაჩეროთ 4-5 წუთი.
  7. ამოვიღოთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად მოვაცალოთ მოწალული ფურცლები.
  8. კომბოსტოს ფურცლებს მოვათალოთ გამაგრბული ფურცლის ყუნწის ღერო.
  9. კომბოსტოს ფურცლებში მოვათავსოთ გამზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ.
  10. ჩავალაგოთ ქვაბში გადახვეული ტოლმები, დავაფაროთ თეფში და დავადოთ ზევიდან სიმძიმე.
  11. დავასხათ წყალი იმდენი რომ ტოლმა დაიფაროს, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ 20-25 წუთი.
  12. დაუმატოთ პამიდვრის პასტა, მარილი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.
  13. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.