ბოსტნეული

ყაბაყის ალადები, მარტივი კერძის რეცეპტი.

ყაბაყის ალადები

ყაბაყის ალადები

ყაბაყის ალადები

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ყაბაყი,
  • 3 ცალი კვერცხი,
  • 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
  • 10 გრამი კამა,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით არაჟანი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.
  2. კამა დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  4. სასალათეში ჩავახალოთ 3 კვერცხი და ავთქვიფოთ.
  5. დაუმატოთ გახეხილი ყაბაყი, კამა, ნიორი, შავი პილპილი, მარილი, ფქვილი და კარგად აურიოთ.
  6. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ მიღებული მასა მრგვალ ფორმებად.
  7. შევწვათ ორივე მხრიდან.
  8. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვასხათ არაჟანი და მივირთვათ ცხლად.