ბოსტნეული

ყაბაყის რგოლები, უგემრიელესი კერძი.

ყაბაყის რგოლები

ყაბაყის რგოლები

ყაბაყის რგოლები

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ყაბაყი (დიდი),
  • 200 გრამი ხაჭო,
  • 200 გრამი ყველი,
  • 2 ცალი კვერცხი,
  • 2 ცალი მწვანე ხახვი,
  • 200 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 100 გრამი საფანელი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მსხვილ რგოლებად.
  2. ამოვჭრათ რგოლებიდან შიგთავსი.
  3. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  4. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
  5. სასალათეში მოვათავსოთ გახეხილი ყველი, ხაჭო,მოშუშული ხახვი, მარილი, შავი პილპილი და კარგად გადაურიოთ.
  6. მიღებული მასით ამოვავსოთ რგოლები და შევდგათ მაცივარში 10-15 წუთის განმავლობაში.
  7. ავთქვიფოთ კვერცხი, მომზდებული რგოლები ამოვავლოთ კვერცხში შემდეგ საფანელში.
  8. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ ამოვლებული რგოლები და შევწვათ ორივე მხრიდან.
  9. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.

Related Posts