ბოსტნეული

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით, რეცეპტი.

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ბადრიჯანი,
  • 5 კბილი ნიორი,
  • 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 5-7 წუთი და შემდეგ გავწუროთ.
  2. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  3. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
  4. დაჭყლეტილი ნიორი მოვათავსოთ თასში, დაუმატოთ 20-30 მლ წყალი და აურიოთ.
  5. შემწვარი ბადრიჯანი ამოვიღოთ ლანგარზე და მოვასხათ ნივრის ნაყენი.
  6. გემრიელად მიირთვით.