ზღვის პროდუქტები

შემწვარი სკუმბრია, მარტივი რეცეპტი.

შემწვარი სკუმბრია

შემწვარი სკუმბრია

შემწვარი სკუმბრია

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი სკუმბრია,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 150 გრამი პურის ფქვილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
  2. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  3. სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
  4. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
  5. შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე დაველოდოთ გაგრილებას და მივირთვათ ტყემლის საწებელთან ერთად.
  6. გემრიელად მიირთვით.