ხორცეული

ჩახოხბილი ქათამი, ტრადიციული რეცეპტი.

ჩახოხბილი ქათამი

ჩახოხბილი ქათამი

ჩახოხბილი ქათამი

ინგრედიენტები:

  • 600-800 გრამი ქათამი,
  • 400 გრამი პამიდორი,
  • 2 ცალი პამიდორი,
  • 10 გრამი რეჰანი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ნიახური,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი,
  • 10 გრამი კამა.

მომზადება:

  1. ქათამი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, დავჭრათ და ჩავალაგოთ ქვაბში.
  2. დაუმატოთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი შევდგათ დაბალ ცეცხლზე და ვშუშოთ 20 წუთის განმავლობაში.
  3. ხშირად ამოურიოთ, რომ არ მიიკრას ქვაბზე.
  4. სანამ ქათამი იშუშება მწვანილები დავჭრათ წვრილად.
  5. პამიდორი დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  6. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  7. ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილად .
  8. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  9. 20 წუთის შემდეგ ქვაბში დაუმატოთ ხახვი და ცოტა წყალი რომ არ მიიკრას.
  10. 5 წუთის შემდეგ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დაჭრილი მწვანილის ნახევარი.
  11. გავაგრძელოთ შუშვა კიდევ 10 წუთი.
  12. დავუმატოთ დაბლენდერებული პამიდორი და ვადუღოთ 5 წუთი (თუ ვამზადებთ ჩახოხბილს პამიდვრის პასტით მაშინ უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა 1 ლიტრ ცივ წყალში).
  13. დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა, დარჩენილი მწვანილი, ამოურიოთ კარგად და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  14. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.