ბოსტნეული

წიწაკა ზეთში, საზამთრო კერძის რეცეპტი.

წიწაკა ზეთში

წიწაკა ზეთში

წიწაკა ზეთში

ინგრედიენტები:

  • 5 კილოგრამი მწვანე წიწაკა (ტკბილი),
  • 500 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • 2 ჩაის ჭიქა შაქარი,
  • 10 ცალი შავი პილპილის მარცვლები,
  • 1 ლიტრი ძმარი,
  • 5 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 2 კონა ნიახური,
  • 1 კონა ოხრახუში,
  • 300 გრამი ნიორი,
  • 1 სუფრის კოვზი მარილი,
  • 10 ქილა 500 გრამიანი.

მომზადება:

  1. წიწაკა გავრეცხოთ, გავამშრალოთ და გავუჭრათ წვერო მაკრატლით დაახლოებით 3-4 სანტიმეტრზე.
  2. ავიღოთ დიდი ზომის ქვაბი, ჩავასხათ ზეთი, ძმარი,ჩავყაროთ შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მარილი, შაქარი და ავადუღოთ.
  3. ხშირათ ამოურიოთ შაქრის გადნობამდე.
  4. ადუღებულ ზეთში ჩავყაროთ წიწაკა(იმდენი რომ ზეთში დაიფაროს) და ვადუღოთ 7-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე(დაახლოებით მოგვიწევს 7-8-ჯერ ჩაყრა).
  5. 10 წუთი დუღილის შემდეგ ამოვიღოთ წიწაკა ქაფქირით და მოვათავსოთ დიდი ზომის თასში.
  6. სანამ წიწაკა იხარშება მანამდე შეგვიძლია დავჭრათ ნიორი, ოხრახუში და ნიახური წვრილად.
  7. წიწაკის ხარშვის შემდეგ დარჩენილ ზეთში ჩავყაროთ დაჭრილი ნიორი, ნიახური, ოხრახუში და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში.
  8. მიღებული მასა დავასხათ მოხარშულ წიწაკას და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
  9. ცარიელი ქილები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და გავავსოთ წიწაკით.
  10. კოვზით კარგად ჩავაჭიროთ ისე რომ წიწაკები ქილაში მჭიდროდ იყოს ჩალაგებული.
  11. დარჩენილი ზეთი მოვასხათ თავზე წიწაკებს ისე რომ ქილები შეივსოს ბოლომდე.
  12. ქილებს დავახუროთ თავსაფარი და გავაჩეროთ 3 დღის განმავლობაში. დარჩენილი ზეთი კი შევინახოთ.
  13. 3 დღის შემდეგ ავადუღოთ შენახული ზეთის ნაყენი, ცხელცხელი დაუმატოთ ქილებში, ავავსოთ ბოლომდე და მოვხუფოთ თუნუქის სახურავით.
  14. თუნუქის სახურავი უნდა გავაჩეროთ ადუებულ წყალში მოხუფვამდე.
  15. წიწაკა შევინახოთ მშრალ და გრილ მზისგან მოშორებულ საცავში.