რეცეპტი 80-ე 147-დან
გუფთაგუფთა
4.79 24
    ინგრედიენტები
  • 500 გრამი საქონლის ხორცის ფარში
  • 100 გრამი ბრინჯი (გრძელი)
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ცალი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 გრამი კამა
  • 5 გრამი ოხრახუში
  • 5 გრამი ქინძი
  • 2 გრამი ნიახური
  • 3 ცალი კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა
  • გემოვნებით წიწაკა
  • გემოვნებით მარილი
    მომზადება
  1. კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო მსხვილ ნაჭრებად.
  2. ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. ავიღოთ საშუალო ზომის თასი, მოვათავსოთ ფარში დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური, კვერცხი, მარილი და აურიოთ კარგად.
  4. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი ნახევრამდე შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ავადუღოთ.
  5. შეზავებული ფარშიდან გავაკეთოთ საშუალო ზომის გუნდები და ფრთხილად ჩაუშვათ ადუღებულ წყალში.
  6. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.
  7. 7-10 წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ კარტოფილი.
  8. 5 წუთის შემდეგ დაუმატოთ ტომატის პასტა და შევავსოთ ქვაბი წყლით.
  9. ადუღებიდან 5 წუთში დაუმატოთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  10. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
ინგრედიენტების მომზადების დრო : 10 წუთი.
კერძის მომზადების დრო : 20 წუთი.
დრო მთლიანად : 30 წუთი.
მიღებული კერძის რაოდენობა : 6 თეფში
ულუფის რაოდენობა : 6
კალორიულობა ერთ ულუფაზე : 280
ცხიმიანობა ერთ ულუფაზე : ?
  • გუფთა
  • გუფთა
  • გუფთა
  • გუფთა
  • გუფთა
  • გუფთა

გაზიარება:

Salata.ge

ყველა რეცეპტი და სიახლე ავტორისგან:  Salata.ge

მსგავსი რეცეპტები

MENU