რეცეპტი 21-ე 147-დან
ატმის მურაბაატმის მურაბა
3.67 9
    ინგრედიენტები
  • 1 კილოგრამი ატამი (დაჭრილი)
  • 1 კილოგრამი შაქარი
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი
    მომზადება
  1. სათალი ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი.
  3. ქვაბში ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
  4. სიროფი გავაცივოთ და ჩავყაროთ ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები.
  5. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში.
  6. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაჩეროთ მეორე დღემდე.
  7. მეორე დღეს დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ სანამ მზად არ იქნება.
  8. მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  9. მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  10. გემრიელათ მიირთვით.
ინგრედიენტების მომზადების დრო : 10 წუთი.
კერძის მომზადების დრო : 10 საათი და 0 წუთი.
დრო მთლიანად : 10 საათი და 10 წუთი.
მიღებული კერძის რაოდენობა : 1 ცალი 800 მლ ქილა.
ულუფის რაოდენობა : 4.
კალორიულობა ერთ ულუფაზე : 400 კკალ.
ცხიმიანობა ერთ ულუფაზე : 0.5 გრამი.
  • ატმის მურაბა
  • ატმის მურაბა
  • ატმის მურაბა
5492
3.67/5 ( 73% )
based on 9 ratings

გაზიარება:

Salata.ge

ყველა რეცეპტი და სიახლე ავტორისგან:  Salata.ge

MENU