ბოსტნეული, სალათები

მწვანე სალათა, მარტივი სამარხვო რეცეპტი.

მწვანე სალათა

მწვანე სალათა

მწვანე სალათა

ინგრედიენტები:

  • 1 კონა მწვანე სალათის ფურცლები,
  • 2 ცალი კიტრი,
  • 300 გრამი წვრილი პომიდორი (cherry),
  • 5 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი მწვანე ხახვი,
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით ძმარი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. მწვანე სალათის ფურცლები გავრეცხოთ და დავჭრათ მწხვილ ფურცლებად.
  2. მწვანე ხახვი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად.
  3. ქინძი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად.
  4. კიტრი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად.
  5. პომიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე.
  6. ავიღოთ სასალათე მოვათავსოთ დაჭრილი მწვანე სალათის ფურცლები, ქინძი, მწვანე ხახვი, კიტრი, პომიდორი.
  7. მოვასხათ ძმარი და მცენარეული ზეთი.
  8. მოვაყაროთ მარილი და ამოურიოთ.
  9. კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ მომზადებისთანავე.

Related Posts