სომხური ქადა
სირთულე
საშუალო
დრო
60 წუთი
ულუფა
8
კალორია
550 კკალ.
ინგრედიენტები:
- 600 გრამი მარგარინი,
- 2 ცალი კვერცხი,
- 1 შეკვრა ვანილი,
- 3 ჭიქა შაქარი,
- 5 ჭიქა ფქვილი+რამდენსაც შეიზელს,
- 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით,
- 0,5 ლიტრი მაწონი.
მომზადება:
- 500 გრამი მარგარინი მოვათავსოთ თასში და დანით დავკეპოთ. შემდეგ მოვაყაროთ 2 ჭიქა ფქვილი და ხელით მოვზილოთ.
- დავამატოთ სოდიანი ძმარი, 1 ცალი კვერცხი, ნახევარი ლიტრა მაწონი და კვლავ მოვზილოთ.
- ისევ დავამატოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს და მოვზილოთ ცომი.
- ცომი რამდენჯერმე გავაბრტყელოთ, რათა მარგარინი კარგად დაიშალოს. გადავახვიოთ და ისევ გავაბრტყელოთ – ასე რამდენჯერმე გავიმეოროთ.
- გულსართი:
- 3 ჭიქა ფქვილი(600 გრამი) დავყაროთ ტაფაზე; დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე; დავამატოთ 3 ჭიქა შაქარი, 100 გრამი დაჭრილი მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი. ვურიოთ, რომ მარგარინი გადნეს და ბოლოს ეს მასა კარგად მოვშუშოთ.
- ცომი კარგად გავაბრტყელოთ და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით, ოღონდ უფრო წვრილად. ბოლოს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შაქარი.
- ვაცხოთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე.
- გემრიელად მიირთვით!